პოლიტიკური შეთანხმების იდეა - შეფასებები
დაიწყება თუ არა პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი, ეს უახლოეს პერიოდში გაირკვევა, მანამდე კი დილიდან შეფასებები კეთდება. როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიცია ერთხმად თანხმდება, რომ პრეზიდენტის მოწოდება ეროვნული თანხმობისკენ დროული და მნიშვნელოვანია, თუმცა მხარეებს მაინც განსხვავებული მოლოდინი აქვთ. ოპოზიციის ერთი ნაწილის პესიმიზმი მმართველი გუნდის პოზიციას უკავშირდება, რომელიც გუშინვე, გაჟღერდა. მეორე ნაწილის პესიმიზმი კი დაკავშირებულია, როგორც ნაციონალური მოძრაობის ისე ქართული ოცნების მოლოდინებთან. რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც არ მივიდა პრეზიდენტის სასახლეში, ისინი ამბობენ, რომ ელოდებიან ზურაბიშვილისგან კონკრეტულ ნაბიჯებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებების პროცესში, თავადაც ჩაერთვებიან.
