თემურ ალასანიას გამოკითხვა
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მიხეილ სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას გამოიკითხვა მიმდინარეობს. ის, არსებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. საგამოძიებო მოქმედება 2018 წელს უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხება. ალასანიამ გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთას კომენტარი გააკეთა და ტქვა, რომ ჩანაწერის ავტენტიკურობა დადგენილი არ არის. რაც შეეხება საქართველოში ჩამოსვლის მიზეზს, მისი თქმით, ის სამშობლოში დის, გიული ალასანიას გასამხნევებლად და მიხეილ სააკაშვილის სანახავად ჩამოვიდა.
