კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გლობალურად იმატებს
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა გლობალურად იმატებს. 24 საათში ბრიტანეთში კოვიდ 19-ის 88 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 61 ათასამდე ახალი ინფიცირებული გამოავლინა ერთ დღეში საფრანგეთმა, 53 ათასი კი გერმანიამ. 1133 ადამიანი გარდაიცვალა ერთ დღეში კორონავირუსით რუსეთში. გლობალურად, ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 722 ათასი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
