ეპიდვითარება რთულია პედიატრიული ასაკის პაციენტებშიც
ბოლო მონაცემებით, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 113 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 15 რეანიმაციულ განყოფილებაშია. კრიტიკულად მძიმეა 2 ჩვილის მდგომარეობა, რომლებიც თითქმის ორი კვირაა მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.