ეპიდვითარება საქართველოში
ყოველდღიური სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიურ მაჩვენებელთან ერთად, დიდია ლეტალობის რიცხვიც. სპეციალისტების ვარაუდით, ომიკრონი საქართველოშიც მალე დადასტურდება და ეპიდვითარება კიდევ უფრო დამძიმდება. გამოსავალი კვლავ არსებული რეკომენდაციების დაცვა და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა.
