ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში
2022-2024 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი დამტკიცებულია. დეპუტატებს დოკუმენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პირადად გააცნო. კობა გვენეტაძის მოხსენების შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. პარლამენტის წევრები ძირითადად ინფლაციის გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდნენ. ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ინფლაციაზე გავლენას ახდენს საერთაშორისო ბაზრებზე სურსათის, ნავთობის და სატვირთო გადაზიდვების ფასების მკვეთრი ზრდა.
