აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
ასოცირებული ტრიო ევროკავშირის აღიარებას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. სამიტის შედეგით კმაყოფილია საქართველოც. ნაყოფიერი იყო პრემიერ-მინისტრის ვიზიტიც. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკურ ცენტრში უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. გაირკვა, რომ საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად, სტრატეგია მომზადდება, რომელიც ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, პრემიერის განცხადებით, პროცესში წამყვან როლს „როტშილდ ენდ კო“ შეასრულებს, ეს მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი და ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ერთ- ერთ უმსხვილეს დამოუკიდებელ ფინანსურ საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
