პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა -,,განახლებული რეგიონები’’
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის -,,განახლებული რეგიონების’’ ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, თავისუფლებისა და მუხრან მაჭავარიანის ქუჩებზე ტროტუარების, ღობეებისა და ჭიშკრების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. საჩხერეში ,, განახლებული რეგიონების’’ პროექტი გარდამავალია და სახელშეკრულებო ღირებულება სამი მილიონ 377 ათას 700 ლარია.
