აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - ევროკავშირი მიესალმება ასოცირებული ტრიოს ინიციატივებს, გააღრმავონ თანამშრომლობა ორგანიზაციასთან
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ მინისტრმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მათ შორის შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს და პირადად გადაუხადა მადლობა ნატოში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისარს, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ესტონელ კოლეგას და დაესწრო ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელით გამართულ სამუშაო სადილს.
