ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიზე-პრეზიდენტს შეხვდა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, შეხვდა.ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგებსა და ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების შეუქცევადობა და აღნიშნა, რომ სწორედ ამის დადასტურებაა საქართველოს მთავრობის გეგმა, 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთების შესახებ. შეხვედრისას, მთავრობის მეთაურმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესი, ასევე ისაუბრეს მიმდინარე რეფორმებსა და სამომავლო თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე.
