ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად,ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა
პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს.
