საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიის განვითარება
ართველოს რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გარდაქმნის სტრატეგიასა და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ჯგუფი როტშილდი და კო იმუშავებს. შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და კომპანიის მმართველ დირექტორს შორის ხელი დღეს ბრიუსელში მოეწერა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კომპანია შეიმუშავებს სტრატეგიას, საქართველოს რეგიონულ ჰაბად გარდაქმნის მიზნით, ასევე იმუშავებს საქართველოში დამატებითი ფინანსური რესურსებისა და გრანტების მოზიდვის მიმართულებით. შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მსხვილ საინვესტიციო პროექტებს, რომელთა შეთავაზებას უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს მთავრობა გეგმავს. მათ შორისაა, როგორც ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე მსხვილი ტურისტული, ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები. როტშილდი და კო - მულტინაციონალური საინვესტიციო ბანკი და ფინანსური სერვისების კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამოუკიდებელ ფინანსურ საკონსულტაციო ჯგუფს წარმოადგენს. მსოფლიოს ორმოცი ქვეყნის მასშტაბით კომპანიას 3600 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პროგრესზე, კომპანიის ბიზნეს მოდელი სტაბილურობით და მდგრადობით გამოირჩევა. იგი როტშილდების ოჯახის ფრანგული და ბრიტანული ფილიალებიდან იმართება.
