ასოცირებული ტრიოს ერთობლივი განცხადება
ასოცირებული ტრიო აღიარებს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას, რაც მიზნად ისახავს ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლას და ელის ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა სფეროში. საქართველოს , უკრაინის და მოლდოვის მთავრობის მეთაურებმა, ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს. ასოცირებული ტრიო მიესალმება სამიტის ერთობლივ დეკლარაციას, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის დამტკიცებას. განცხადებაში საუბარია რუსეთის მიერ ტერიტორიების უკანონო ოკუპაციაზე.
