ბრიუსელის სამიტის დეკლარაცია - პოლიტიკური შეფასებები თბილისში
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციას, თბილისში აფასებენ. დეპუტატების განცხადებით, მისასალმებელია, რომ აქცენტი ტრიოზე გაკეთდა და ახლა მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმები გატარდეს. ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ინიციატივას, ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის მეექვსე სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული. ერთობლივ დეკლარაციაში აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა წევრის, ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
