დავით ზალკალიანის განცხადებით სამიტზე,არცერთი ოფიციალური შეხვედრის დროს,სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა
დავით ზალკალიანის განცხადებით, სამიტზე, არცერთი ოფიციალური შეხვედრის დროს, მიხეილ სააკაშვილზე საუბარი არ ყოფილა. საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტავს, რომ მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი კოლეგებს, სწორედ პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლების თემაზე საუბრისკენ მოუწოდებდა, მსგავი საკითხი შეხვედრებზე არ განხილულა. ზალკალიანის თქმით, ევრპასთან საქართველოს ურთიერთობა შეუქცევადია. ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. შეხვედრის დროს განიხილეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური ურთიერთობები.
