ამერიკის სენატმა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა
ამერიკის სენატმა 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 89 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხმა ათმა მისცა. მომდევნო წლის თავდაცვის ბიუჯეტი 770 მილიარდი დოლარით განისაზღვრა. აქედან 4 მილიარდი დოლარი რუსეთის აგრესიის შემაკავებელი აქტივობებისთვის არის განკუთვნილი.
