მწვანე ეკონომიკის სკოლის კურსდამთავრებულთა ნაშრომები
,,სოფლად მეწარმეობის განვითარების”პროგრამის ფარგლებში ასოციაცია ,,საქართველოს ტყის პროდუქტმა” მწვანე ეკონომიკის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის, კურსდამთავრებულთა კონკურსის, საზეიმო დახურვისა და დაჯილდოების ღონისძიება, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან თანამშრომლობით ჩაატარა. დახურვით ღონისძიებაზე სტუდენტებმა ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით შემუშავებული ბიზნეს-იდეები წარადგინეს. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები არიან ნიდერლანდების საელჩო და ავსტრიის განვითარების სააგენტო.