პრეზიდენტისა და პატრიარქის შეხვედრა საპატრიარქოში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა, პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო და უწმინდესს კურთხევა სთხოვა. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა საპატრიარქოს პოზიციაც. ეკლესია მხარს დაუჭერს ერთსულოვნებისკენ მიმართულ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე იქნება დაფუძნებული - ნათქვამია, საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
