თემურ ალასანია თბილისშია
საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, თემურ ალასანია დაბრუნდა. მასთან ქრონიკის გადამღებ ჯგუფს არაერთი კითხვა ჰქონდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, მან ჩვენს არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. კითხვები, სხვა საკითხებთან ერთად, შეეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერს, ე.წ - ლ ლიფტის ეპიზოდს, რომლის ნამდვილობაც, შსს - ს ინფორმაციით, უკვე დადგენილია. ცნობისთვის, ამ ჩანაწერში თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება და ქართველი ხალხის მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს.რატომ ჩამოვიდა, თერმურ ალასამია, რას უკავშირდება მისი სამშობლოში დაბრუნება და ჩაერთვება თუ არა ის, პოლიტიკურ პროცესებში და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში?

სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები