ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა
მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები - ნატოს გენ მდივანი, საქართველოს პრემიერ მინისტრს მოუწოდებს ქვეყანამ დემოკრატიული გავითარების სტანდარტები შეინარუნოს და პოლარიზაციის შემცირებისაკენ ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნატო - საქართველოს ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოება, კრემლის აგრესიული პოლიტიკა და განგრძობითი ოკუპაცია - ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართულ შეხვედრაზე, ეს განხილვის მთავარი თემები იყო. ალიანსის გენერალურმა მდივანმა მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხდა, რუსეთის ფედერაცია საჯაროდ გააკრიტიკა და თქვა, რომ ნატო საქართველოსთან პარტნიორობით ამაყობს.
