ინგლისში "კოვიდ პასპორტები" ამოქმედდა
კონსერვატორი დეპუტატების მხრიდან დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ინგლისში ე.წ. კოვიდ პასპორტები ამოქმედდა. მათი ჩვენება სავალდებულოა ღამის კლუბებში, სპორტულ თუ სხვა სახის ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასასწრებად. რეგულაცია ინგლისში დღეიდან შევიდა ძალაში. კოვიდ პასპორტები ასევე მოქმედებს შოტლანდიაში, ჩრდილოეთ ირლანდიასა და უელსში.
