კორონავირუსის მეოთხე ტალღა აფრიკაში
აფრიკაში კოვიდ 19-ის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვიან. ეპიდაფეთქება ომიკრონის შტამით არის განპირობებული. გასულ კვირასთან შედარებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა აფრიკის კონტინენტზე 83-ი პროცენტით იმატა. 7-დ დღეში, კოვიდ 19-ის 196 -ი ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აფრიკის კონტინენტზე ვაქცინაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს, ამ დრომდე მხოლოდ 20-მა სახელმწიფომ შეძლო მოსახლეობის 10-ი პროცენტის სრულად აცრა.
