პანდემიის ამერიკული სტატისტიკა
ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 800 000-ს გადააჭარბა. ვირუსით დაღუპულთა ასეთი მაღალი რიცხვი მსოფლიოს არც ერთ სხვა სახელმწიფოში არ აღრიცხულა. შტატებში კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა უმრავლესობა აუცრელი ან ასაკოვანი ადამიანი იყო. სტატისტიკის თანახმად, 2021-თ წელს ვირუსმა ამერიკაში გაცილებით მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე 2020-ში. შეერთებული შტატები ინფიცირების შემთხვევების რაოდენობითაც პირველ ადგილზეა, პანდემიის დაწყებიდან იქ კორონავირუსის 51-ტ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
