„ომიკრონმა“ 77 ქვეყანაში შეაღწია
ომიკრონის შტამი უპრეცედენტო სისწრაფით ვრცელდება - ამის შესახებ განცხადება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა. კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 77 ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურდა. ჯანმოს გენერალური მდივნის თქმით, ომიკრონი, სავარაუდოდ, კიდევ სხვა მრავალ ქვეყანაშია, თუმცა ჯერ ლაბორატორიულად არ გამოვლენილა.
