რეგულარული რეისები
ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება ახალმა ავიაკომპანია ვიზეარ ეარ აბუ დაბიმ დაიწყო. რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება. აბუ-დაბიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მგზავრებს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისის აეროპორტში ტრადიციული სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ვიზეარ ეარ აბუ დაბის ბაზა არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში მდებარეობს და პირდაპირ რეგულარულ რეისებს აბუ დაბიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით ასრულებს.
