რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
მე-20 კადრირებული ბრიგადის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს. 204-ე ბატალიონი ქვემო ქართლის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა. რეზერვისტების დისლოკაციის ადგილი მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისი“ იქნება. წლის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მომზადება 45 - თ დღემდე მოიცავს რომელიც თანაბრად განაწილდება 12 თვეზე. კურსის მთავარი ამოცანა რეზერვისტისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლაა.
