რეგულაციები სათამაშო ბიზნესისთვის
აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილების საკითხს კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს. საკიტხი დღესვე პლენარულ სესიაზე გავა. ცვლილების თანახმად, გარკვეულ პირთა წრეს ონლაინ თამაშებზე წვდომა აღარ ექნება. 25 წლამდე მოქალაქეებს კი ნებისმიერი აზარტული თამაში საერთოდ აეკრძალებათ. დაგეგმილია სათამაშო ბიზნესის რეკლამის, გარე ბანერების და ვებ-გვერდებზე მათი განთავსების აკრძალვაც. შეზღუდვები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეეხებათ.
