ხმაური ბათუმის მერიაში
დილიდან ხმაურია ბათუმის მერიაში. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ბათუმის ვიცე-მერს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მერს კი შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს. ნაციონალური მოძრაობის წევრებს ამჯერად კითხვები აქვთ ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სამუშაოები შეფერხებულია. საპასუხოდ მერიაში განმარტეს, რომ რეაბილიტაციის მეოთხე ფაზა უკვე დასრულდა და მომდევნო ეტაპისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
