თემურ ალასანია საქართველოშია
თბილისში იმყოფება პატიმარი მიხეილ სააკაშვილის ბიძა. თემურ ალასანია საქართველოში გუშინ ღამით დაბრუნდა. მასთან ქრონიკის გადამღებ ჯგუფს არაერთი კითხვა ჰქონდა, თუმცა, მცდელობის მიუხედავად, ალასანიამ არც ერთ შეკითხვას არ უპასუხა. კითხვები შეეხებოდა გავრცელებულ ჩანაწერსაც, ე.წ - ლ ლიფტის ეპიზოდს, რომლის ნამდვილობაც შსს - ს ინფორმაციით უკვე დადგენილია. ცნობისთვის ამ ჩანაწერში თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს ესაუბრება და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებს ქართველი ხალხის მისამართით.