სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში - შეფასებები
მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი ამ დრომდე დღის წესრიგში არ დგას. საბოლოო გადაწყვეტილებას პენიტენციური სამსახური ექიმების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს. პარალელურად უკვე ცნობილია სახალხო დამცველის კონსილიუმის მონიტორინგის შედეგები . მასში საუბარია რამდენიმე რეკომენდაციაზე , ექსპრეტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ პატიმრის რეაბილიტაციის პროცესში აუცილებელია ფსიქოთერაპიული ჩარევა. სახალახო დაცმველის ექსპერტთა შეფასებას არ ემთხევვა ცენტრ ემპათიას მოსაზრება, რომ მიხელ სააკაშვილს აღენიშნება ფარმაკოლოგიური წამება. ომბუდსმენის მიერ შექმნილი კონსილიუმიდან ფსიქიატრმა კიდევ ერთხელ დააზუსტა , რომ , პატიმარს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია. თემაზე უკვე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.
