NATO-საქართველო - გზავნილები ბრიუსელიდან
ნატო - საქართველოს ურთიერთობები, რეგიონის უსაფრთხოება , კრემლის აგრესიული პოლიტიკა და განგრძობითი ოკუპაცია _ განხილვის მთავარი თემები იყო ნატოს შტაბბინაში ირაკლი ღარიბაშვილსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართულ შეხვედრაზე. ალიანსის გენერალურმა მდივანმა საქართველოს კიდევ ერთხელ გამოუცხდა მხარდაჭერა, მაღალი ტრიბუნიდან საჯაროდ გააკრიტიკა რუსეთის ფდერაცია და თქვა, რომ ნატო ამაყობს საქართველოსთან პარტნიორობით. ქართველი ხალხის არჩევანს , რომელიც ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას გულისხმობს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პრემიერმა და თქვა, რომ ქვეყანა ნატოში შესვლის ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს აკმაყოფილებს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან ქარდავა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
