კორონავირუსის საწინააღმდეგო აბები
კორონავირუსის ახალი, "ომიკრონ" შტამის გავრცელების ფონზე კომპანია „ფაიზერმა“ ოპტიმისტური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს დაახლოებით 90 პროცენტით ამცირებს.
