C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებული პროგრამა
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანგარიში წარადგინა. პროექტი 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა ჯანდაცვის სამინისტროს და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მხარდაჭერით. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა. დაავადების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია - ამ სამ საფეხურს მოიცავს პროექტი - რომლის წარმატებას გადარჩენილთა რაოდენობა და შედეგები ადასტურებს. საქართველო პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობას ცე ჰეპატიტის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები, უსასყიდლოდ გადაეცა. ეს არის პროექტი, რომელსაც ანალოგი არ აქვს და რომლის წყალობითაც, ჩვენი ქვეყანა მსოფლიოსთვის ერთგვარ მოდელად იქცა. ეს დაავადება განკურნებადია. დროულ დიაგნოსტირებას და მკურნალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და სწორედ ეს არის პროექტის ამოცანა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
