რუსთავის მერიაში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე იმსჯელეს
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულებაზე იმსჯელეს რუსთავის მერიაში . შეხვედრა ქალაქის მერის ინიციატივით გაიმართა და მას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და რუსთავში არსებული საწარმოების წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, საწარმოების ნაწილს, ფილტრაციისთვის და შიდამონიტორინგისთვის საჭირო დანადგარები უკვე შეძენილი აქვს. საწარმოო პროცესის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, რუსთავში არსებულ საწარმოებს კონკრეტული ვადები მიეცემათ.
