მოსახლეობის ვაქცნაცია სურამში
სურამის კლინიკაში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინაციის მსურველებს ადგილზე რეგისტრაციით შეუძლიათ აცრა. როგორც კლინიკაში აღნიშნეს, ბოლო პერიოდში აცრის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. რეგიონის მასშტაბით ვაქცინაცია შიდა ქართლის ცხრა სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
