C ჰეპატიტის ელიმინაცია - სახელმწიფო პროგრამის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა ჯანდაცვის სამინსტროსთან ერთად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ანგარიში წარადგინა. პროგრამის ფარგლებში ექვსი წლის განმავლობაში დაახლოებით 350 ათასი ადამიანის ტესტირება მოხდა, პროგრამაში კი 75 ათასზე მეტი ადამიანი ჩაერთო. მათგან 98 პროცენტი უკვე განკურნებულია. ანგარიშის წარდგენას –საქართველოში აშშ-ის ელჩიც ესწრებოდა. კელი დეგნანის განცხადებით , საქართველო გახდა მოდელი მსოფლიოსთვის „ცე“ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის განხორციელებით.ცე ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, 2015 წლის 21 აპრილს ამოქმედდა. პროექტი ჯანდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და მედიკამენტების მწარმოებელი კომპანია გილეადის მხარდაჭერით ხორციელდება. ელიმინაციის პროგრამის ინიციატივით, მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მთავრობის სხდომაზე გამოვიდა. ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი კი უკვე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს გაფორმდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი მოქალაქეებისთვის უფასოა. ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს. ექვსი წლის განმავლობაში ხუთ მილიონამდე ტესტი ჩატარდა.
