ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას - პრემიერის გადაწყვეტილების მოლოდინნში
ვინ დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ჯერ ისევ უცნობია. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ არჩევანი ღირსეულ კანდიდატზე გაკეთდება. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ახალი მინისტრის მხრიდანაც გადადგმული იყოს მშვიდი, დაბალანსებული და თანმიმდევრული ნაბიჯები.
