ნიკოლოზ სამხარაძის განცხადება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის პროცესში შესაძლოა დასავლელი მაღალი დონის ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეები ჩაერთონ. ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით სასამართლო რეფორმის შესახებ საუბარი აშშ-ში ვიზიტის დროს, სენატში გამართულ შეხვედრებზეც იყო. სამხარაძის თქმით, ყველა შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ამ რეფორმების გატარებისა და შეთანხმების მთავარი ადგილი უნდა იყოს პარლამენტი და რომ ბოიკოტი არ არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
