პრეზიდენტის ინიციატივა - პოლიტიკური გამოხმაურებები
პრეზიდენტის ინიციატივაზე, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას უკავშირდება, შეფასებები კეთდება. პოლიტიკოსები ელოდებიან როდის გადავა სალომე ზურაბიშვილი კონკრეტულ ნაბიჯებზე. ნაციონალური მოძრაობა კი ისევ ულტიმატუმის ენით საუბრობს. ნიკა მელიასთვის, სანამ მისი ლიდერი პატიმრობაშია, აზრს კარგავს სამოქალაქო ერთობაზე საუბარი. ოპოზიციის ერთი ნაწილის შეფასებით, ულტიმატუმის ენით საუბარი არასწორია და აუცილებელია მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.
