ევროკავშირმა რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ასევე რვა ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ვაგნერის“ ჯგუფმა კერძო სამხედროები დაიქირავა, გაწვრთნა და ძალადობის გამწვავების, ბუნებრივი რესურსების ძარცვისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტის ზონებში გაგზავნა.
