ვითარება უკრაინის საზღვართან - საერთაშორისო საზოგადოების პასუხი მოსკოვს
ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი მომავალ წელს უკრაინაში შეჭრას გეგმავს, ამისათვის კი უკრაინის საზღვართან 175 ათასი სამხედროს მობილიზაციას მოახდენს. მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს უარყოფს, მაგრამ სამხედრო რიტორიკას ამკაცრებს და ნატოს კარის დასახურად იურიდიულ გარანტიებს ითხოვს. რუსული აგრესიის შესაძლებლობაში დარწმუნებულ დასავლელ ლიდერებს მოსკოვისთვის გამანადგურებელი ეკონომიკური სანქციები მზად აქვთ, რომლებსაც სამხედრო აგრესიის შემთხვევაში აამოქმედებენ.
