საგარეო ვაჭრობის მზარდი დინამიკა
„საქსტატი“ ეკონომიკის მორიგ მაჩვენებლებს აქვეყნებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021-ი წლის ნოემბერში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი თითქმის 43-ი პროცენტით გაიზარდა. ნოემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები მთავრობის ეკონომიკურ გუნდს საშუალებას აძლევს თქვას, რომ ქვეყანა წელიწადს ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დაასრულებს.
