"დელტას" მიერ წარმოებული ჯავშანმანქანის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი დაესწრო
„დელტას“ კიდევ ერთი წარმატებული პროექტი - სადაზვერვო „დიდგორი“, ახალი ქართული ჯავშანმანქანა. ის მთლიანად ადგილობრივი რესურსით შეიქმნა. რვა ერთეული თავდაცვის ძალებს უკვე მომავალი წლიდან გადაეცემა. ახალი ჯავშანმანქანის პრეზენტაციას დღეს მთავრობის მეთაური და თავდაცვის მინისტრი დაესწრნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული წარმოების სადაზვერვო მანქანა თავადაც მართა.
