მძიმე ეპიდვითარება და ახალი შტამის მოლოდინი
„ომიკრონი“ ძლიერდება. კორონავირუსის მორიგი და ამ ეტაპზე უახლესი შტამი სამხრეთ აფრიკის რეგიონს გასცდა და ევროპას უტევს. მსოფლიო ვარაუდობს, რომ ის მალე დომინანტი შტამი გახდება. ვიცით ის, რომ ახასიათებს სწრაფი გავრცელება, თუმცა რამდენად მწვავედ მიმდინარეობს ვირუსი - ეს ბოლომდე არ გამოკვლეულა. ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ორი დოზით აცრილი მოქალაქეებიც კი არც ისე დაცულები არიან, ფაიზერი ირწმუნება, რომ მისი ე.წ. ბუსტერი ომიკრონს ანეიტრალებს. რა რაოდენობის ანტისხეულებია ამისათვის საჭირო, ესეც ჯერ კიდევ მეცნიერების კვლევის საგანია.საქართველოში „ომიკრონის“ სავარაუდო შემთხვევებს უკვე სწავლობენ. ლაბორატორიული დასტური ჯერ არ გვაქვს. ახალი შტამი მეზობელ სახელმწიფოებში უკვე გამოჩნდა.
სიუჟეტის ავტორი: ნუცა ტრაპაიძე-14-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
