„ცეკვავენ ვარსკვლავები“ მერვე ეპიზოდისთვის ემზადება
ორშაბათი „იმედზე“ ტრადიციულად მეგაშოუს დღეა. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ მერვე ეპიზოდისთვის ემზადება. დღეს მეათე სეზონის მონაწილეებთან ერთად განვლილი სეზონების გამორჩეული, შოუს მაყურებლისთვის განსაკუთრებულად საყვარელი კონკურსანტების ცეკვასაც იხილავთ. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ 22:00 საათზე დაიწყება, შეგახსენებთ იმასაც, რომ მნიშვნელოვანია ფავორიტების აქტიური მხარდაჭერა, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულებს.