თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე სამხედრო განათლების, საბრძოლო მომზადების და წვრთნების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, სამხედრო განათლების მიმართულებებზე და ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტებზე ისაუბრა. განათლების მიმართულებებზე საუბრისას, მან ყურადღება ოფიცერთა სამხედრო განათლების სისტემაზე გაამახვილა, რომელიც უმაღლესი სამეთაურო პროგრამას, სამეთაურო-საშტაბო პროგრამას, კაპიტნის საკარიერო კურსის და უმცროსი ოფიცრის სპეციალიზაციის პროგრამებს მოიცავს. რას შეეხება საბრძოლო მომზადების და წვრთნების ნაწილს, რომელზეც პრეზენტაცია პოლკოვნიკმა გიორგი დუმბაძემ წარმოადგინა, საკითხის განხილვა, კომიტეტის სხდომაზე, დახურულ ფორმატში ჩატარდა.
