ვინ გახდება ჯანდაცვის მომავალი მინისტრი - ახლა პოლიტიკურ კულუარებში, ამ თემაზე სხვადასხვა ვერსია განიხილება
ვინ გახდება ჯანდაცვის მომავალი მინისტრი - ახლა პოლიტიკურ კულუარებში, ამ თემაზე სხვადასხვა ვერსია განიხილება. ეკატერინე ტიკარაძე და მისი გუნდი უწყებას წლის ბოლომდე ხელმძღვანელობენ და მისი შემცვლელის ვინაობაც, სწორედ მას შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა დღეს ამ თემაზე საკანონმდებლო ორგაოში შეფასებები კეთდება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ საკითხზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პრემიერის მისაღებია.
