„დელტაში“ ახალი სადაზვერვო მანაქანის პრეზენტაციას გაიმართა და მას, მთავრობის მეთაური დაესწრო
ირაკლი ღარიბაშვილმა, ახალი სადაზვერვო მანქანა დაათვალიერა და მისი ტაქტიკური და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია “დელტას” კონსტრუქტორებისგან მოისმინა. 330 ცხენის ძალის მქონე ძრავით აღჭურვილი სადაზვერვო ჯავშანმანქანა სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დაცვას უზრუნველყოფს და შვიდ სამხედრო მოსამსახურეზეა გათვლილი. სადაზვერვო მანქანის ეს მოდელი ცენტრში პირველად დამზადდა. პრემიერ-მინისტრმა დღესვე, “დელტას” მიერ წარმოებული სამხედრო უნიფორმები დაათვალიერა.
