"ლიბერთი ბანკისა" და განათლების სამინისტროს თანამშრომლობა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და "ლიბერთი ბანკს" შორის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხარდაჭერის მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება მხარეებს შორის სხვადასხვა თანამშრომლობას გულისხმობს, მათ შორის, მასწავლებელთა და მოსწავლეთა მხარდამჭერი პროექტების განხორციელებას.
