საქართველოში კოვიდინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 527 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 588 პაციენტი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 890 813 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 837 263, გარდაიცვალა 12 777 პაციენტი.
